20 ოქტ 2026
ეკონომიკური ფორუმი „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, აგრარული პოლიტიკის სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
მისასალმებელ სიტყვაში დავით სონღულაშვილმა საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტებზე, დარგის ეკონომიკური და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებასა და სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.