20 ოქტ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა ევროსტრუქტურებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო ახლაც კი მზად არის დიალოგის ყველანაირი ფორმისთვის, თუმცა თავად ბრიუსელი ირჩევს ესკალაციურ პოზიციას.
"იმედი გვაქვს, რომ ეს სულისკვეთება შეიძლება შეიცვალოს. რუსეთთან დაკავშირებითაც კი იგივე შემიძლია გითხრათ. თუ გადახედავენ საკუთარ პოზიციებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთთანაც სასაუბროდ. თუ ეს სულისკვეთება შეიცვლება და ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ. ევროპულ სტრუქტურებზეც იგივეა. ამ მოცემულობითაც ვესაუბრებით, უბრალოდ თვითონ არ გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს მათ სულისკვეთებას“,- აღნიშნა პრემიერმა.