20 ოქტ 2026
რუსული იერიშის შედეგად კიევის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 6 ადამიანი. კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა იერიში კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში მდებარე საწარმოზე მიიტანეს.
გვიან ღამით თავდასხმა განხორციელდა ხარკოვზეც, სადაც ცენტრალურ პარკში 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ბავშვიც. შეტევა იყო ლვოვისა და ხმელნიცკის ოლქებზეც.
ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში რუსული დრონებით ორი დარტყმა იყო ერთ-ერთ ენერგოობიექტზე.