ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ქართველი ფეხბურთელების გუნდები ითამაშებენ

20 ოქტ 2026

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ფეხბურთელების გუნდები ითამაშებენ. მესამე ტურის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს, ხოლო გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ მიიღებს.

პსჟ და „ბარსელონა“ მესამე ტურის მატჩს ასპროცენტიანი შედეგით ხვდებიან - ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ ტურში გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება „ლივერპულისა“ და „ვილიარეალის“ დაპირისპირებას, მერსისაიდელები მესამე ტურამდე ასევე უდანაკარგოდ იმყოფებიან - არნე სლოტის გუნდმა ორივე მატჩი მოიგო. „ვილიარეალმა“ კი საწყის ორ ტურში ერთი გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.