20 ოქტ 2026
2027-2030 წლებში საქართველო „NASCAR-ის“ ევროპის სერიებს უმასპინძლებს. სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ სანდრო ლომაძესთან და „NASCAR-ის“ ევროპის სერიების პრეზიდენტ ჯერომ გაპლისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2027 წლიდან 2030 წლის ჩათვლით საქართველო „ევრონასკარის“ მასპინძელი იქნება.
2027 წელს ჩატარდება პირველი სატესტო რბოლა, 2028-2030 წლებში კი ოფიციალური, კალენდარული ეტაპები გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „ევრონასკარის“ 2026 წლის ჩემპიონები ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია გახდნენ. სანდრო თავართქილაძემ გამარჯვება „მასტერსის“ კლასში მოიპოვა, დავით ქაჯაიამ კი - „ჩელენჯერ თროფიში“.