20 ოქტ 2026
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა მხოლოდ 31% აფასებს ტრამპის საქმიანობას დადებითად. Ipsos-ის ცნობით, ეს მაჩვენებელი ორი კვირის წინანდელ მონაცემებთან შედარებით ერთი პუნქტით შემცირდა.
გამოკითხვისას, კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რეგისტრირებული ამომრჩევლების 47%-მა დემოკრატები დაასახელა, 35%-მა კი – რესპუბლიკელები. ამასთან, გამოკითხულთა 68% უკმაყოფილოა ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით.
Ipsos-ის ცნობით, გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მასში აშშ-ის 1 679 სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 1 279 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. შედეგების ცდომილების ზღვარი ორი პროცენტული პუნქტია.