დონალდ ტრამპი - “მხარს ვუჭერთ ევროპას, იმედია, რაც ახლა იქ ხდება დროებითია”

20 ოქტ 2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მხარს უჭერს ევროპას და იმედოვნებს, რომ რაც ახლა იქ ხდება, დროებითია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ევროპა გამოსავალს ვერ იპოვის, შტატებს მათი მიტოვება მოუწევს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ საზღვრები ჩაკეტა, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიშალა, რადგან ისინი სუსტები იყვნენ. შეერთებულმა შტატებმა კი საზღვრები დახურა და ახლა მას ყველაზე ძლიერი საზღვრები აქვს ქვეყნის ისტორიაში.