20 ოქტ 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე online.naec.ge 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდის ჩატარების თარიღისა და განრიგის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.