საქართველოს პარლამენტის 88 წევრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება

20 ოქტ 2026

საქართველოს პარლამენტის 88 წევრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება. პირველი სხდომა ხვალ არის ჩანიშნული. მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვებზე პარტიის ინტერესებს ოთხი წარმომადგენელი დაიცავს: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. საკითხზე 7 მოსამართლე 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ბათუმში მიმდინარე სასამართლო პროცესები ღია იქნება. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი 9-თვიანი ვადა აქვს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აპირებს დაესწროს სასამართლო სხდომებს, ნაწილი კი ქუჩის აქციებს აანონსებს.