19 ოქტ 2026
ბათუმის დრამატულ თეატრში ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა დავით მუქერიას დირიჟორობით მონაწილეობდნენ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ და სოლისტებმა არიები შეასრულეს ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ოტელო“.
ფესტივალი ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი მდიდარი ტრადიციების წარმოჩენასა და გამორჩეული ქართველი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებითი მემკვიდრეობის პატივისცემას ეძღვნება.
ღონისძიების მიზანი საოპერო ხელოვნების განვითარება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.