19 ოქტ 2026
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ 2027 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყველა ბავშვს საკუთარი კუთვნილი სფეის იქსის თითო აქციას გადასცემს. ინიციატივის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 10,7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მასკმა აღნიშნული დაპირება სოციალურ ქსელ „იქსში“ გაავრცელა.
„მომავალ წელს ამერიკაში თითოეულ ბავშვს სფეის იქსის ჩემს კუთვნილ ერთ აქციას გადავცემ. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – დაწერა მასკმა.
„ევრონიუსის“ მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 73 მილიონი ბავშვი ცხოვრობს. სფეის იქსის აქციის საბაზრო ღირებულების, 146,03 დოლარის გათვალისწინებით, ინიციატივის სავარაუდო ღირებულება 10,66 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ შეძლებს პროგრამაში მონაწილეობას, რა პირობებით გაიცემა აქციები და როგორ მოხდება მათი განაწილება.
მასკის განცხადებას წინ უძღოდა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ის გადაწყვეტილება, საკუთარი აქციების 5% სპეციალურ საზოგადოებრივი სარგებლობის ფონდს გადასცეს.
ინიციატივას აქციონერების თანხმობა სჭირდება. მასკმა ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპანიებისთვის უკეთესი იქნებოდა, აქციები უშუალოდ მოსახლეობისთვის გადაეცათ.