19 ოქტ 2026
საპროტესტო ტალღა საფრანგეთში: საცხოვრებელი ხარჯების გაზრდის წინააღმდეგ დაწყებული აქციები შეტაკებებში გადაიზარდა. 2400-ზე მეტი დაკავებული, დაზიანებული შენობები და ინფრასტრუქტურა.
პარიზში აქციის მონაწილეებმა ლუვრის მუზეუმის შესასვლელი დაბლოკეს. გასულ დღეს ვითარების განსაკუთრებით დაძაბვის შემდეგ, ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ზოგიერთი ქალაქის მერს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მისცა. პრემიერის განმარტებით, მისი მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვაა.
ლეკორნუმ დაამატა, რომ მთავრობა დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად თანხებს გამოყოფს. დაფინანსება კი სწორედ იმ პირების ხარჯზე იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები.