19 ოქტ 2026
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია.
პენიტენციურის განცხადებით, ეს სიცრუეა. რაც შეეხება ბრალდებულის დედის მოთხოვნას შვილთან შეხვედრის შესახებ, პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს პაემნით სარგებლობა აკრძალული აქვს.