“ეკომეგობრული აჭარა“ - „ვეისთლესი“ მუნიციპალიტეტებში კამპანიას იწყებს

19 ოქტ 2026

„ვეისთლესი“ მუნიციპალიტეტებში კამპანიას – “ეკომეგობრული აჭარა“ იწყებს.
პროექტის მიზანი ელექტრონარჩენების სწორი მართვის პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში, 20-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართება.

შერჩეულ სკოლებში ელექტრონარჩენების შესაგროვებელი ინფრასტრუქტურა განთავსდება, 30 ოქტომბრიდან კი მოსწავლეები ნარჩენების შეგროვების ორკვირიან კონკურსში ჩაერთვებიან.

პროექტი 28 ნოემბერს, ბათუმში, ეკოფესტივალით დასრულდება, სადაც გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდებიან.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყობა ეკომეწარმეების გამოფენა და სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობა.