19 ოქტ 2026
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე გახდა.
როგორც ირკვევა, პროკურატურა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმებას 1 წელი და 1 თვე რეალური სასჯელითა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. თუკი აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო დაამტკიცებს, ჭავჭანიძე პენიტენციურ დაწესებულებას ნოემბრის დასაწყისში დატოვებს.
პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, ანტონ ვარდანიძემ მიმართა.