ესპანეთში შტორმ „დანა ადამს“ ორი ადამიანი ემსხვერპლა - სტიქიის გამო, ვალენსიასა და ალიკანტეში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

19 ოქტ 2026

ესპანეთში შტორმ „დანა ადამსს“ ორი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო ვალენსიასა და ალიკანტეში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა.

ესპანეთის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის ინფორმაციით, იბიცასა და მალიორკაზე სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ საჰაერო მიმოსვლაც შეაფერხა. 18 ოქტომბერს იბიცის აეროპორტში 27 რეისი გაუქმდა, 16 რეისი კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.