19 ოქტ 2026
STEM ბანაკი, რომელშიც შუახევის მუნიციპალიტეტის 18 მოსწავლე მონაწილეობდა, დასრულდა. ბანაკის მონაწილეები დღეს დააჯილდოვეს.
ისინი სამი დღის განმავლობაში გაეცნენ სტარტაპების შექმნის ძირითად პრინციპებს, პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასა და პროტოტიპების დამზადების პროცესს.
ბანაკის ფარგლებში მათ ასევე მოამზადეს საკუთარი პროექტები და ბიზნესიდეა შეიმუშავეს.
STEM ბანაკი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.