19 ოქტ 2026
„მთის ძაღლი“ - ამ სახელწოდებით ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა და კონგრესი თელავში გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ქართული აბორიგენული ჯიშების - ქართული მთის ძაღლისა და უძველესი სანადირო ძაღლის, მეკვერნეს, საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა, მათი უნიკალური ჯიშობრივი მახასიათებლების დაცვა-შენარჩუნება და პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო კინოლოგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ურუგვაიდან, პორტუგალიიდან და სერბეთიდან.
საერთაშორისო ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართა.