19 ოქტ 2026
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ირანთან ახალ ომში ჩათრევას ცდილობს, რათა ციხეს გადაურჩეს.
აბას არაღჩის თქმით, ნეთანიაჰუ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს და მოსალოდნელ შედეგებს არც ისრაელისთვის და არც ვაშინგტონისთვის ითვალისწინებს. მინისტრმა ვაშინგტონს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტოს.
მან დაამატა, რომ შტატების წინა მცდელობები წარუმატებლად დასრულდა და ირანი კიდევ უფრო გაძლიერდა.