რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა

19 ოქტ 2026

რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა.

კიევის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა მეტროს მიწისზედა სადგური, ასევე რელსები და საკაბელო ქსელი.

კიევის მერის განცხადებით, ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს მოხვდა და 3 ადამიანი დაშავდა.

ვიტალი კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ დარტყმები იყო დესნიანსკისა და დნეპროვსკის რაიონებში, სადაც დაშავებულთაგან ორი სტაციონარში იმყოფება, ერთი კი დაიღუპა.