19 ოქტ 2026
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით გადმოკვეთა, ხოლო ერთმა საქართველო-თურქეთის საზღვარი ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთა.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ კი გატარდა საიმიგრაციო პროცედურები და ის ქვეყნიდან გააძევეს.