აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მწვანე ტბისა და კურორტ გოდერძის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

19 ოქტ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მწვანე ტბისა და კურორტ გოდერძის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მწვანე ტბასთან 350-მეტრიანი მისასვლელი გზა და დაახლოებით 90-მეტრიანი ბილიკი მოეწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაგეგმილია ტბის გარშემო ერთკილომეტრიანი ბილიკის მოწყობაც.

დასკვნით ეტაპზეა დანისპარაული–ველათი–მწვანე ტბის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც. 6,2-კილომეტრიან მონაკვეთზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგო. დარჩენილი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

პარალელურად, კურორტ გოდერძიზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.