19 ოქტ 2026
5 პროევროპული პარტიის ყოფნა-არყოფნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას იწყებს. 7 მოსამართლე საკითხზე სამი დღის განმავლობაში იმსჯელებს.
სარჩელის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ წარდგენილი არგუმენტებით საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტული პარტიების აკრძალვის აუცილებლობას დაადასტურებს.
მმართველი გუნდის ძირითადი არგუმენტები და ბრალდებები ასეთია: სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება, საბოტაჟი და სახელმწიფო ინტერესების საზიანო საქმიანობა.
სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში აიკრძალება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა. ასევე მოთხოვნილია „ფედერალისტების“ აკრძალვა.
სასამართლო პროცესში ჩართვასა და სამართლებრივ დავას აპირებს პარტია „ლელო“. სარჩელის განხილვის სხდომებში მონაწილეობას მიიღებს კოალიცია „ცვლილებებისთვისაც“. სასამართლო განხილვებში არ ერთვებიან „ფედერალისტები“.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიანი ვადა აქვს. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვისთვის პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, ანუ სულ მცირე 6 მოსამართლის მხარდაჭერაა საჭირო.