მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული

19 ოქტ 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. 

რუბიო სამარყანდში C5+1 შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც აშშ-ს, უზბეკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს აერთიანებს.

ამასთან, სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შესაძლო შეხვედრაზე. რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად ვაშინგტონს, პეკინსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეხვედრაზე. არ ვიცი, დასრულდა თუ არა ამ თემაზე მოლაპარაკებები, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა – მას სურს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს“,- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს თქმით, არსებობს რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციისა და გავრცელების რეალური რისკები.

„ამ ომიდან კარგს ვერაფერს ვხედავთ. ჩვენ ამაში ბევრ უარყოფით მხარეს ვხედავთ, მათ შორის ესკალაციისა და გავრცელების რეალურ რისკს. სხვა ქვეყანაში წარუმატებელი დივერსიული თავდასხმის გამო, ელექტრონული ომის შედეგად აფეთქებული დრონების გამო, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში გადადიან“, – განაცხადა მარკო რუბიომ.