19 ოქტ 2026
საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ დაახლოებით 2 400-ს მიაღწია. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შედეგად ათასზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.
პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აქციის ერთი მონაწილის გულის შეტევით გარდაცვალების ფაქტზე.
მასობრივი არეულობები პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში რამდენიმე დღეა გრძელდება. დემონსტრანტებმა შენობებს ცეცხლი წაუკიდეს და სავაჭრო ობიექტები გაძარცვეს.