ისტორიაში პირველად საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს

18 ოქტ 2026

საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბათუმში, „შავი ზღვის თასის“ გათამაშების ფარგლებში მოეწერა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა, ევროპის საწყლოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანტონიო ხოსე სილვამ და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი აბდუშელიშვილმა.

რაც შეეხება ტურნირის შედეგებს, გამარჯვებული უნგრული კლუბი „ფერენცვაროში“ გახდა, რომელმაც ფინალში იტალიური „პრო რეკო“ ანგარიშით 18:15 დაამარცხა.

ქართული კლუბებიდან „აპოლომ“ მეხუთე ადგილი დაიკავა, თბილისის „დინამომ“ კი ტურნირი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.