18 ოქტ 2026
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულაში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის, აფხაზეთის ომის მონაწილისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერის, თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ფრენბურთში გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ხულოს გუნდმა ხარაულას გუნდი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილი დანდალოს გუნდმა დაიკავა.
ტურნირის დასრულების შემდეგ მონაწილეები და სტუმრები თემურ ზაქარაძის სახელობის სკოლის დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც მეგობრებმა და პედაგოგებმა ვეტერანი თანასოფლელი გაიხსენეს და ქვეყნისა და რაიონის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრეს.
შეჯიბრება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს, თემურ ზაქარაძის ოჯახის წევრებისა და მეგობრების ორგანიზებით გაიმართა.