18 ოქტ 2026
ლიეტუვაში გაურკვეველი წარმოშობის დრონი ჩამოვარდა. ლიეტუვის კრიზისული ვითარებების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დრონი მოძრავ სამოქალაქო ავტომობილთან ახლოს ჩამოვარდა, თუმცა მძღოლი არ დაშავებულა. უწყების ცნობით, ტერიტორიის შემოწმება გრძელდება.
ექსპერტების განცხადებით, ჩამოვარდნილი ობიექტის ყველა დეტალის აღმოჩენის შემდეგ შესაძლებელი გახდება მისი წარმოშობის დადგენა.