18 ოქტ 2026
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ნადიმ ართმელაძის ხსოვნის პატივსაცემად ფრენბურთის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ და სპორტულ აქტივობაში საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს.
ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გმირი ადამიანების ხსოვნის პატივისცემა, ახალგაზრდების სპორტში აქტიური ჩართვა და სპორტის მიმართ მათი ინტერესის კიდევ უფრო გაზრდა.
ნადიმ ართმელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი წელს პირველად მისივე სახელობის სკოლაში ჩატარდა და მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება.