პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით ღონისძიებები გრძელდება

18 ოქტ 2026

პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით ღონისძიებები გრძელდება.

ამჯერად, №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას №35 საჯარო სკოლასთან არსებული საფეხბურთო გუნდის წევრები მწვრთნელებთან ერთად ესტუმრნენ. სტუმრებსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე დაესწრო.

სპორტის მართვის სტრატეგიის შესაბამისად დანერგილი აქტივობების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ტურნირები მუდმივად ტარდება. იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობაც, რაც მათ რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას უწყობს ხელს.