18 ოქტ 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტომ“ (MTA) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში, ზამთრის სპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო აუდიტორია საქართველოს ოთხი სამთო კურორტის - გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის - ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნო.
საგამოფენო სტენდზე ვიზიტორებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ოთხი კურორტის სათხილამურო ინფრასტრუქტურის, მრავალფეროვანი სასრიალო შესაძლებლობებისა და საქართველოში ზამთრის დასვენების შესახებ.
გამოფენაში მონაწილეობის მიზანს საქართველოს სამთო-სათხილამურო მიმართულების პოპულარიზაცია და ბრიტანულ ბაზარზე მისი ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა.