18 ოქტ 2026
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა (86კგ) სამი მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. მან ატაცში ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
მარიამ მურღვლიანმა აკვრაში თავი 136 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული ერგო.
ორჭიდში მოგროვილი 248 კილოგრამით მან ევროპის ჩემპიონატი ვერცხის მედლით დაასრულა.