18 ოქტ 2026
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 76-ჯერ მიიტანა იერიში.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში მდებარე ქვესადგურებზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
პრეზიდენტის განცხადებით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია. მისი თქმით, რუსეთი ელექტროენერგიის სრულად გათიშვას ცდილობს და შეერთებულმა შტატებმა უნდა დაინახოს, რომ მოსკოვი სანქციების შემსუბუქებისა თუ შეთანხმებების საპასუხოდ არანაირ ნაბიჯს არ დგამს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველ სიგნალს ფულის შოვნის შესაძლებლობად აღიქვამს და ამას იმის დასტურად მიიჩნევს, თითქოს ომზე დადებული ფსონი შედეგს იძლევა და ბრძოლის გაგრძელება შესაძლებელია.