18 ოქტ 2026
21 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყება.
ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე შვიდი მოსამართლე 21 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში იმსჯელებს.
უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, პროცესი საჯარო იქნება. ისინი იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული იქნება.