18 ოქტ 2026
ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია. ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, მსხალაძემ ატაცში 162 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში მან 193 კგ ასწია და კიდევ ერთი ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო ორჭიდში დაგროვილი 355 კგ-ით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.