18 ოქტ 2026
აშშ-ში, კანზასის შტატში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს სატვირთო ავტომობილი მოედანზე შევარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
სააგენტო „როიტერი“ ვიჩიტის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულები 6 წლის ბიჭი და 35 წლის კაცია.
პოლიციის ცნობით, ავტომობილს 34 წლის ქალი მართავდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციის ინფორმაციით, მძღოლის შვილიც იმავე სპორტულ კომპლექსში თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა არა იმ მოედანზე, სადაც შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილში მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.