18 ოქტ 2026
მილანში ცხოვრების გაძვირებისა და მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
გოთიკური ტაძრის წინ მდებარე მოედანზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. იტალიური მედიის ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მიმართულებით ქვები ისროლეს.
შეტაკებების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
საპროტესტო აქცია გაიმართა ბოლონიაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს და 7 ადამიანი დააკავეს.