18 ოქტ 2026
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ჯეი დი ვენსმა აქციების დროს მომხდარი ძალადობა მიგრაციას დაუკავშირა.
სოციალურ ქსელში ვიცე-პრეზიდენტმა ლიმოჟის მერიის შენობის დაწვის კადრები გაავრცელა და აღნიშნა, რომ „დასავლელმა ლიბერალებმა მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შეიყვანეს“.
ვენსმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთში ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს, ვიდრე მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება, და აღნიშნა, რომ ამისთვის ლოცულობს.
„სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას“, - წერს ვენსი.