18 ოქტ 2026
საფრანგეთში საპროტესტო აქციებს დაპირისპირება და არეულობა მოჰყვა. რამდენიმე ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.
პარიზში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აქციების დროს 1 200 ადამიანი დააკავეს.
ლიონში გამართული აქციის დროს დემონსტრანტებმა ტურისტული საინფორმაციო ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
პროფკავშირების განცხადებით, გასულ დღეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებში 800 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიმოჟში მერიის შენობა თითქმის სრულად განადგურდა. შენობაში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გააჩინეს. ხანძარი სახურავზე გავრცელდა, რომელიც მოგვიანებით ჩამოიშალა.