საქართველოში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

18 ოქტ 2026

სამართალდამცველებმა ორი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ბრალდებულების ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი 210 აბი.