სამეგრელოში იარაღისა და 458 საბრძოლო ვაზნის ამოღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

18 ოქტ 2026

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია ერთი პირი.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, ავტომატი, 5 მჭიდი და 458 საბრძოლო ვაზნა.