აჭარაში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

18 ოქტ 2026

საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, აჭარაში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.

ნივთმტკიცებად ამოღებულია გასაყიდად გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, „მეფედრონი“ და „მეთადონი“.