18 ოქტ 2026
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობისთვის საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად საქართველოს რკინიგზამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
უწყება ანაკლიაში დაახლოებით 18 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ახალი სადგურის, სარკინიგზო კვანძისა და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის პროცესი მსოფლიო ბანკის წესების შესაბამისად მიმდინარეობს.