17 ოქტ 2026
ბათუმში ცნობილი ქართველი ხელოვანის, ჯიმსონ გურგენიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო კატალოგის - "რეტროსპექტივის“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემა ხელოვანის მრავალწლიან შემოქმედებით საქმიანობას აერთიანებს და მისი ნამუშევრებისა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილის წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ჯიმსონ გურგენიძე მოქანდაკე, არქიტექტორი, დიზაინერი და მხატვარია. მას ბათუმის საპატიო მოქალაქისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებები აქვს მინიჭებული.
მისი შემოქმედება ბათუმის კულტურული და ვიზუალური იდენტობის ნაწილია. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული „შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდა.
ღონისძიება ხელოვანის ვაჟის, ერეკლე გურგენიძის საავტორო ფესტივალ „Art Show“-ს ფარგლებში გაიმართა.