17 ოქტ 2026
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი.
დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით კი, ერთ-ერთი მამაკაცი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა და იქვე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.
დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ და საქმეში მონაწილე სამივე პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, უკვე იდენტიფიცირებულია.
ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.