17 ოქტ 2026
კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი "ქართუს" საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში გაუშვეს.
ღონისძიებაში ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, ფონდი "ქართუ" პროექტს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივით ახორციელებს. მისი მიზანი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფრინველების მოშენება, ბუნებრივ გარემოში დაბრუნება და მათი პოპულაციის აღდგენაა.
ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში სპეციალური საშენი მეურნეობა ფუნქციონირებს, სადაც კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ.