17 ოქტ 2026
მწერალთა სახლში "ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზის" პრეზენტაცია გაიმართა.
მათი განმარტებით, ინიციატივა მიზნად ისახავს ღია, თავისუფალი სადისკუსიო სივრცის შექმნას, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სიძულვილის ენისა და იარლიყების მიკერების გარეშე არგუმენტირებულად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭირო ცვლილებებზე.
საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, საზოგადოებრივი დარბაზი ნეიტრალიტეტის იდეის და პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მხარდაჭერის მიზნით დარბაზის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება - საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიები, საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებები, კულტურული აქტივობები, მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერა და მულტიმედიური პროექტების განვითარება.