დღეს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება - თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

17 ოქტ 2026

17 ოქტომბერი საქართველოში ვეტერანის დღეა - დღე იმ ადამიანებისა, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად იბრძოლეს, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები სამშობლოს სამსახურს მიუძღვნეს და ომის გამოცდილება დღემდე თან დააქვთ.

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. ვეტერანებს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეხვდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, ვეტერანების ღვაწლზე, ქვეყნის წინაშე მათ დამსახურებასა და მომავალი თაობებისთვის ამ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.