17 ოქტ 2026
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ორი სხდომა გაიმართა - უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომას, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.
დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ისაუბრა. აღნიშნა რომ დღეს განხილული იყო როგორც საშინაო პოლიტიკა, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნებაში" საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა, თუმცა, დღეს აღნიშნული პროგნოზი პრემიერ-მინისტრმა გააბათილა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებაში" არანაირი საკადრო ცვლილება არ იგეგმება.
ერთადერთი ცვლილებაა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, სადაც ორი წევრი დაემატა. ესენი არიან: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და "ფრაქცია ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კირცხალია.
ასევე, დღეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სპეკულაციური იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.