აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

17 ოქტ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
 
ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.
 
ვეტერანებს პატრიარქის მისალოცი გზავნილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.
 
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ვეტერანები დაესწრნენ.